Saturday, January 26, 2013

ოკეანე და ოკეანის ბინადრები

              აქ იხილავთ ინფორმაციას წყალქვეშა სამყაროს რამოდენიმე წარმომადგენელზე.



                                                     დელფინი.




დელფინები (Delphininae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 1,2-3 მ, ზოგი სახეობისა – 10 -მდე. წაგრძელებული დინგი ქმნის ე. წ. “ნისკარტს”, კბილების რაოდენობა 70-ს აჭარბებს. უმრავლესობას აქვს ზურგის ფარფლი. ექოლოკაციის უნარი და მეტად მახვილი სმენა (აღიქვამენ რამდენიმე ათეული ჰც-დან 150-196 კჰც-მდე რხევებს) დელფინებს წყალში ორიენტაციის საშუალებას აძლევს. აქვთ რთული ბგერითი სიგნალიზაცია და ბგერათსასიგნალო (საექოლოკაციო) ორგანო, რომელიც მოტავსებულია ერტადერთ ნესტოში. მასთან არის დაკავშირებული კუნთოვანი სისტემით აღჭურვილი სამი წყვილი საჰაერო პარკი. სიგნალების გამოსხივების სიხშირე 170 კჰც აღწევს. აქვთ მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა: დიდი ზომის სფერული თავის ტვინი, ძლიერ დანაოჭებული ნახევარსფეროები, რომელთა ქერქი 30 მლტდ-მდე ნერვულ უჯრედს შეიცავს. დიდი ზომის თავის ტვინი საშუალებას აძლევს გადაამუშაონ დიდი რაოდენობის აკუსტიკური თუ სხვა სახის ინფორმაცია. 



თუთიყუშების მსგავსად, მათ შეუძლიათ ადამიანის მიერ თქმული სიტყვების გამეორება. გასაწვრთნელად და შესასწავლად ჰყავთ დელფინარიუმებსა და ოკეანარიუმებში. ისინი ადვილად იწვრთნებიან. ამჟამად იკვლევენ დელფინების ზოგი სახეობის მოშინაურების შესაძლებლობას.




ზოგი სახეობა (მაგ., ცელნამგალა ვეშაპი) კოსმოპოლიტია. დელფინების სახეობათა უმრავლესობა ცხოვრობს ოკეანეთა თბილ წყლებში. დელფინების სხეულის ფორმის ჰიდროდინამიკური სრულყოფა, გარეგანი საფარვლის აგებულება და ანტიტურბულლენტური თვისებები, დიდ სიღრმეში ვინთვის უნარი, საიმედო ექოლოკაცია და ამ ცხოველის ორგანიზაციის სხვა თავისებურებანი მეტად საინტერესოა ბიონიკისათვის. ასევე საინტერესოა ფიზიოლოგიისა და მედიცინის თვალთახედვით დელფინების სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მთელი რიგი შეგუებანი (მიოგლობინის სიუხვე, გარეგანი სუნთქვის ხანგრძლივად შეჩერების უნარი, სისხლში დაგროვილი ნახშირორჯანგი სუნთქვის ცენტრზე არ მოქმედებს, პულსი შენელებულია და სხვა).



დელფინები ცხოვრობენ ჯოგებად, ცურავენ სწრაფად (50 კმ-მდე საათში). იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, იშვიათად კიბოსნაირებით. მაკეობა 10-12 თვე გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის სიგრძე დედის სიგრძის ნახევარს აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 3-5 წლის ასაკში. დელფინების ქვეოჯახში 20 გვარია 48 სახეობით. შაბ ზღვაში ცხოვრობს სამი სახეობა: აფალინა, თეთრგვერდა დელფინები და ზღვის ღორი. 


დელფინების მოშინაურებით ადამიანს ზღვის სიმდიდრის უფრო სრულყოფილი ათვისების საშუალება ეძლევა. საზღვარგარეთ დელფინებს სწავლობენ სამხედრო მიზნითაც: ნაღმების, ტორპედოების, ჩაძირული გემების, წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და სხვა. დელფინების ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ყოფილ სსრკ-ში დელფინების რექვა აკრძალულია (1966).


ერთად ვიმოგზაუროთ წყალქვეშა სამყაროში.






                                                                2.ზვიგენი

თეთრი ზვიგენი (ლათ. Carcharodon carcharias), ასევე ცნობილი როგორც თეთრი პოინტერი, დიდი თეთრი ზვიგენი, ან თეთრი სიკვდილი, განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 2.000 კგ–ს და, შესაბამისად, აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია. ის უძლეველია და მისთვის ერთადერთ საშიშროებას ადამიანი წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით ორკას (დელფინთა გვარის). ამ უკანასკნელის დიეტა თეთრი ზვიგენის მსგავსია, თუმცა მათ შორის ურთიერთობა იშვიათია და ამგვარად ისინი პირდაპირი კონკურენტები არ არიან.







                                                           3.ზღვის ვარსკვლავი





ზღვის ვარსკვლავი 
ალტერნატიული საერთო სახელი: ზღვის ვარსკვლავა 
ფერი: მოყავისფრო ,მეწამული, ფორთოხლისფერი, იისფერი 
ზომა: 1 სმ–დან 1 მ–მდე 
საცხოვრებელი ადგილი: ზღვის ფსკერი, ნაპირი, 

ზღვის ვარსკვლავი ეს არის ლამაზი ცხოველი რომელიც არსებობს სხვადასხვა ზომის,ფორმის ,ფერის ,მაგრამ ყველა ჰგავს ვარსკვლავს .






მიუხედავად იმისა რომ ზღვის ვარსკვლავები წყლის ქვეშ ცხოვრობენ და მათ 
ჩვეულებრივ ეძახიან "starfish " ისინი არ არიან თევზები.მათ არ ააქვთ ლაყუჩები ,ფარფლები და საკმაოდ განსხვავდებიან თევზებისგან .




ზღვის ვარსკვლავს აქვს 5 სხივი ,რომელიც დკავშირებულია პატარა მრგვალ ტანთან .უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს. 


                                                               
                                                              4.ზღვის კუ




ზღვის კუები (Chelonioidea), კუების რიგი. შეიცავს 1 ოჯახს საკუთრივ ზღვის კუსებრნს (Cheliniidae). მოზრდილი ცხოველებია, მთელ სიცოცხლეს წყალში ატარებენ. ხმელეთზე ამოდიან მხოლოდ კვერცხის დასადებად. დაბალი ჯავშანი აქვთ. თავის მთლიანად შეწევა ჯავშანში არ შეუძლიათ. კიდურები ფარფლებადაა ქცეული. წინა კიდურები გრძელია. მუცლის ფარი ზურგის ფარისაგან გამოყოფილია. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვეებში, იშვიათად ზომიერ სარტყელში.




არსებობს 4 გვარის თითო სახეობა. ზღვის კუები ასეულ კმ გადიან საკვებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელი ადგილებისაკენ. დებენ რამდენიმე ათეულიდან 200-მდე და ზოგჯერ მეტ კვერცხს. მწვანე კუ (Chelonia mydas) — ყველაზე დიდია. მათი ჯავშნის სიგრძე 1,4 მ აღწევს, წონა 400 კგ-მდე. იკვებება წყალმცენარეებით. აქვს გემრიელი ხორცი და კვერცხი.





                                                            5.მოლუსკები



მოლუსკები (Mollusca) (ლათ. molluscus — რბილი), რბილტანიანები, უხერხემლო ცხოველების ტიპი. არსებობს მოლუსკების 107 ათასზე მეტი სახეობა. უმრავსელობა ბინადრობს ოკეანეში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები — ხმელეთზე. ხმელეთის მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარია საქართველო (გვხვდება დაახლოებით 230 სახეობა და ქვესახეობა).



მოლუსკები გაერთიანებულია 7 კლასში: მუცელფეხიანები, ჯავშნიანები, მონოპლაკოფორები, ღარმუცლიანები, ორსაგდულიანები, ნიჩაბფეხიანები, თავფეხიანები. მოლუსკების სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული ნიჟარაშია მოქცეული. თავზე მოთავსებულია პირი, ბევრს კი ერთი ან ორი წყვილი საცეციც აქვს, რომელთა ბოლოებზე თვალები ზის. ზოგს თავი სულ არა აქვს (ორსადგულიანები). ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახეული.მისი ძირი მანტიითაა გარემოცული.




მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის რღუ, რომელიც შეიცავს გულს, სასუნთქ ორგანოებს და თირკმელებს, ხოლო ტანი — საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფეხის საშუალებით მოლუსკები ცოცავენ, ემაგრებიან საგნებს, ეფლობიან შლამში. ზოგიერთ მოლუსკებს ფეხი არ გააჩნიათ (მჯდომარე ორსაგდულიანები, ზოგი პარაზიტი მუცელფეხიანი). წყალში მცურავ ზოგიერთ მუცელფეხიანს ფეხი საცურაო ფარფლად აქვს გადაქცეული. ნიჟარა გარეთა ჩონჩხის როლს ასრულებს. ჯავშნიანებში იგი ფირფიტაა, ორსაგდულიანებში — საგდულები, მუცელფეხიანებში მეტწილად სპირალურადაა დახვეული და სხვა.



ზოგს ნიჟარა მთლიანად გადაგვარებული აქვს (უნიჟაროები). საჭმლის მომნელებელი სისტემა მოიცავს პირს, ხახას სანერწყვე ჯირკვლებიანად, საყლაპავ მილს, შუა ნაწლავს კუჭითა და ღვიძლითურთ და უკანა ნაწლავს. სუნთქავენ ლაყუჩებით ანუ ქტენიდიებით. ხმელეთის მუცელფეხიანთა უმეტესობა ფილტვით სუნთქავს. ფილტვის როლს სისხლძარღვებით დაქსელილი მანტიის კედელი ასრულებს.




სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, გული მეტწილად პარკუჭისა და წინაგულებისაგან შედგება. მუცელფეხიანთა უმეტესობას ერთი წინაგული (მარცხენა) აქვს. გამომყოფ სისტემას წყვილი თირკმელი ემსახურება, ზოგს ერთი თირკმელი აქვს (მუცელფეხიანები). თირკმლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალურ ხვრელში იხსნება. მოლუსკების ნერვული სისტემა გაფანტულ-კვანძური ტიპისაა, შედგება 5-6 წყვილი კვანძისაგან.




მოლუსკები გაყოფილსქესიანებია, ზოგი — ჰერმაფროდიტი. გამრავლება სქესობრივია. თავფეხიანებისა და მუცელფეხიანების განაყოფიერება შინაგანია, დანარჩენებისა — გარეგანი. მოლუსკების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება. კვერცხიდან გამოდის ლარვა, ანუ ტროქოფორა, რომელიც მეორე ლარვულ სტადიას — მეიალქნედ ანუ ველიგერად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია, რომელთაგან რამდენიმე სახეობა საქართველოშიც არის გავრცელებული.



მოლუსკების წარმოშობაში ბევრი რამ გაურკვეველია, მაგრამ მათ აგებულებაში მრავალი ისეთი ნიშანია, რომელიც მოლუსკებს რგოლოვან ჭიებთან აახლოებს და სწორედ ისინი ითვლებიან მათ წინაპრებად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა — ხამანწკები, მიტილუსები, სავარცხლურები და სხვანი გამოიყენება საკვებად. საკვებში შერეული ნიჟარის ფხვნილით კვებავენ ქათმებს ჩონჩხისა და კვერცხის ნაჭუჭის გასამაგრებლად. ზოგი სახეობის ნიჟარებისაგან ამზადებენ ღილებს, სხვადასხვა სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგი ორსადგულიანი მარგალიტის მწარმოებგელია, მათ ხელოვნურად აშენებენ. ზოგ მოლუსკებს საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს. ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია. არიან სახეობები (მუცელფეხიანები), რომლებიც აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებსა და კულტურულ ნარგავებს. მავნებელია ე. წ. გემის ჭიაც, რომელიც ხვრეტს გემისა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს. არიან სახეობები, რომლებიც მასობრივად სახლდებიან გემის წყალქვეშა ნაწილზე, ქმნიან გროვებს და ხელს უშლიან გემის სვლას. ზიანის მომტანი მოლუსკების წინააღმდეგ (მეტწილად უნიჟაროებისათვის) იყენებენ მოლუსკოციდებს.
















                                                 დელფინი.ახალი სიცოცხლე





ბოლოს კი კიდოვებთ ამ ულამაზეს ვიდეოს: ეგზოტიკა,პალმები და ზღვა.ისიამოვენთ და დადტკბით...:))






1 comment:

  1. შესანიშნავია, თქვენი ნებართვით მოძრავ სურათებს გამოვიყენებ სასწავლო მიზნებისათვის, იმედია არ განაწყენდებით. მადლობა.

    ReplyDelete