Saturday, January 26, 2013


                                                                                  ჯანმრთელი კვება




            ცნობილმა დიეტოლოგებმა შეისწავლეს ადამიანის სისხლი და ამ ანალიზის საფუძველზე შეიმუშავეს დიეტა - რამდენი და რა დროს უნდა მიირთვათ, რომ თავი კარგად იგრძნოთ. 
მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ზოგი პროდუქტის შეთავსება შეუძლებელია და ადამიანის ორგანიზმი ძნელად ითვისებს. მაგ., საქონლის ან ფრინველის ხორცი შეუთავსებელია კარტოფილთან, მაკარონთან და ყვავილოვან კომბოსტოსთან. 

უმჯობესია, ამ ჩამონათვლის მაგივრად ხორცთან მიირთვათ კიტრი, პომიდორი, ნიახური, ბროწეული, გრეიპფრუტი, შტოში (რომლებიც თევზთან და ზღვის პროდუქტებთანაც უპრიანი იქნება). 

ბოსტნეული უნდა მივატანოთ რომელიმე ერთ სახეობას: ბრინჯს, წიწიბურას, მუხუდოს, კვერცხის გულსა და სოკოს და არა ამ ყველაფერს ერთად, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან შეუთავსებელია. 

ხილი უფრო სასარგებლოა, თუ მასთან ერთად მიირთმევთ ნიგოზს, საზამთრო და ნესვი კი ცალ-ცალკე, ყველა ხილისგან და ერთმანეთისგანაც დამოუკიდებლად მიირთვით. ეს წესი ასევე ეხება რძის პროდუქტებსაც.

                                                                          კარგად დაღეჭე





კბილები ბუნებამ იმიტომ მოგვცა, რომ საკვები დავღეჭოთ. როდესაც საჭმელს საგულდაგულოდ დაღეჭავთ, ამით ნაჭამის რაოდენობასაც გააკონტროლებთ, მაგრამ თუ ჩქარ-ჩქარა, დიდ ლუკმებს გადაყლაპავთ, უფრო გვიან დანაყრდებით. 

განსაკუთრებით კარგად უნდა დაღეჭოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, რომლებიც უკვე პირის ღრუში ყოფნისას გადამუშავდება: თუკი ცუდად დაღეჭავთ, ორგანიზმს არავითარი სარგებელი არ ექნება. 
მაინც რამდენ ხანს უნდა ვღეჭოთ? დრო კი არ უნდა ვითვალოთ, არამედ საკვები პატარ-პატარა ნაწილებად დავყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოთ პირში.


                                                                     ქოლესტერინი არ იკბინება





რაღაც მომენტში ერთსულოვნად გადაწყვიტეს, რომ ქოლესტერინი მავნეა, მაგრამ ორგანიზმი მას თავად გამოიმუშავებს და ესე იგი სჭირდება კიდეც. მთავარია, რომ ქოლესტერინი იყოს იმ პროდუქტებში, რომელიც მას უნდა შეიცავდეს, მაგ: ხორცში. თანამედროვე ადამიანის რაციონში ცხიმის დეფიციტი შეიმჩნევა, ამიტომ სალათებს დაამატეთ არარაფინირებული მცენარეული ზეთი, ნიგოზი, ავოკადო.


                                                                                 წყალი 





              ტრაპეზის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად დალიეთ არა გაყინული და გაზირებული, არამედ ჩვეულებრივი წყალი ან მწვანე ჩაი. მიღებული სითხის მოცულობა საკვებზე სამჯერ ნაკლები უნდა იყოს.ტრაპეზის დამთავრების შემდეგ კი, ერთი საათის განმავლობაში წყალი არ დალიოთ. თუ სადილის წინ ხილის წვენი დალიეთ, მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მიუჯექით მაგიდას, ვინაიდან ამ სასმელს შეთავსების განსაკუთრებული რეჟიმი აქვს.

                                                                             ლი



გგონიათ, მხოლოდ შინაური ცხოველები გეახლებიან კომბინსაკვებს? სულაც არა. ადამიანიც სიამოვნებით მიირთმევს და თანაც საკმაო რაოდენობით. ამ ტიპის პროდუქტებს განეკუთვნება შოკოლადის ბატონი, სხვა საკონდიტრო ნაწარმი და პაკეტის რძე. ძალიან გამხდარ ძროხასაც კი არ ძალუძს მოიწველოს 0,5%-იანი ცხიმიანი რძე ან ხსნადი ყავა. ამიტომ ტრაპეზის წინ გაარკვიეთ, რამდენი კალორიაა პროდუქტში და ხომ არ შეცვალეს ხელოვნურად მისი შემადგენლობა. წყარო.http://marao.ambebi.ge/silamaze/dieta/216-janmrtheli-kveba-silamazis-satsindaria.html

                                     რას გვირჩევენ დიეტოლოგები.
                                                       მეტი პომიდორი ინსულტის პრევენციისთვის 





ფინელი მკვლვარები ამტკიცებენ, რომ კვების რაციონი, რომელიც პომიდორითაა გაჯერებული, ინსულტის რისკს ამცირებს. ისინი იკვლევდნენ ლყცოპენე (წითელი პიგმენტის) ზემოქმედებას. წითელი პიგმენტი უხვად გვხვდება პომიდორში, წითელ წიწაკასა და საზამთროში. 
 კვლევა, რომელიც 1.031 ადამიანზე ჩატარდა, აჩვენებს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც სისხლში მეტი წითელი პიგმენტი აღენიშნებათ, ინსულტის დამართვის ნაკლები რისკი აქვთ. 
სისხლში წითელი პიგმენტის დონე შემოწმდა კვლევის დასწყისში და მდგომარეობას აკვირდებოდნენ 12 წლის მანძილზე. კვლევის მონაწილეები დაყვეს 4 ჯგუფად, სისხლში წითელი პიგმენტის შემცვლელობის მიხედვით. 258 ადამიანიდან 25 ინსულტის შემთხვევა დაფიქსირდა იმ ჯგუფში, რომელშიც კვლევის მონაწილეებს დაბალი წითელი პიგმენტის შემცვლელობა ჰქონდათ, ხოლო  259 ადამიანიდან 11 ინსულტის შემთხვევა დაფიქსირდა ჯგუფში, რომლის მონაწილეებსაც სისხლში წითელი პიგმენტის მაღლი შემცვლელობა აღენიშნებოდათ. 
 კვლევის მიხედვით, ინსულტის რისკი 55%-ით შემცირდება, თუ კვების რაციონს პომიდვრით გავამდიდრებთ.
"ინსულტის ასოციაციის" წარმომადგენლის,  კლარ ვოლტონის თქმით, მეტი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რატომ ამცირებს აღნიშნული პიგმენტი ინსულტის რისკს.  


                                                              ბავშვები

ბავშვებში კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები, პედიატრების განმატებით კვებისას დაშვებული შეცდომების შედეგია. მკურნალობისას კი წამყვან როლს სწორი რეჯიმი და რაციონი ასრულებს. _ რამდნად აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს საბავშვო ბაღებში რას შეიცავს ერთი დღის რაციონი მრავალკუთხედის ქუთაისელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ.





                                          რითი იკვებებიან ბავშვები საბავშვო ბაღში?

გთავაზობთ ვიდეოს თუ რას გვირჩევენ დეტოლოგები როგორ და რანაირად ვიკვებოთ!






                                                               რას გვირჩევს შაკირა?



შაკირა გვირჩევს-მცირე ულუფებით კვება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უშლის ზედმეტი საკვების მიღებას. კეტრინ ჰეიგლი იცავს დიეტას, რომელიც ითვალისწინებს დღეში ხუთჯერად კვებას ცილების მაღალი შემცველობით და რა თქმა უნდა, სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშს.
თუ ზედმეტი წონა აკრიფა, თევზისა და ბოსტნეულის დიეტას იცავს და აქტიურად იწყებს ვარჯიშს მწვრთნელის მეთვალყურეობით. თევზეულიდან სპეციალისტები ორაგულსა და სხვა ცხიმიანი ჯიშის თევზეულს გვთავაზობენ. 





                           ესეც იაპონური დიეტა რომელიც უსაფრთხო და სასარგებლოა.

გპირდებიან: 7 კილოგრამამდე დაკლებას 17 დღეში. ამ დიეტას იცავენ ჯენიფერ ანისტონი და ვიქტორია ადამსი, წარსულში "სპაის გელზის" წევრი.აღწერა: დასაშვებია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პრო­დუქტები და იშვიათად -მწვანე სალათა. საერთო კალორიულობა არაუმეტეს 1000 კილოკალორიისა დღე-ღამეში.პირველი დღე -საუზმე: შავი ყავა; სადილი: 2 მოხარშული მთლიანი კვერცხი. ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ან 1 პომიდორი; ვახშამი: მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.მეორე დღე -საუზმე: შავი ყავა და ორცხობილა; სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით; ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხროცი, ჭიქა კეფირი.

მესამე დღე -საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული სამი დიდი სტაფილო მცენარეული ზეთით, ვახშამი: ვაშლები.
მეოთხე დღე -საუზმე: უმი, გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით; სადილი: დიდი თევზი (500 გრ), მოხარშული ან შემწვარი, ჭიქა პომიდვრის წვენი; ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.
მეხუთე დღე -საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 დიდი ძირი ოხრახუში მცე­ნარეულ ზეთში შემწვარი, ვა­შლები; ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ქორფა კომბოსტოს სალათა ზეთით.
მეექვსე დღე -სა­უზმე: შავი ყავა; სადილი: 500 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი; ვახშამი: ნებისმიერი რაციონი წინა დღეებიდან, გარდა მესამე დღისა.
მეშვიდე დღიდან დიეტა მეორდება.
პლუსი: კილოგრამები ნამდვილად სწრაფად იკარგება!
მინუსი: ნახშირწყლების გამორიცხვა (ენერგიის წყარო) იქამდე მიგიყვანთ, რომ ორგანიზმი კუნთოვანი ქსოვილის გახლეჩას დაიწყებს, რათა შიდა ორგანოების მუშაობის უზრუნველსაყოფად ენერგია იპოვოს. გარდა ამისა, დიეტის ბოლოს დაკლებული წონა აღდგება და ორგანიზმი შელახული რჩება. ცილების დიეტის დროს არა მხოლოდ ცხიმები იკარგება, არამედ კუნთოვანი მასის კილოგრამები. ორგანიზმში ცილების დაშლის პროდუქტები გროვდება. ამის გამო თირკმლები იტანჯება, ხოლო სისხლძარღვებში შარდმჟავა ილექება. ყველაფერ ამას სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების (ვიტამინები, მინერალები, ბოჭკო-უჯრედისების) დეფიციტიც დაუმატეთ. 
თუ ამ დიეტას შეარჩე­ვთ, აუცილებლად გა­ით­ვალისწინეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ.http://kobessaxli.weebly.com/4335430443164321430443264312-43134309430843054304-43074304-4307431243084322430843054312.html

                             ჯანსაღი კვება - რეცეპტები და დიეტა



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებსაიტზე სადაც თქვენ საშუალება გეძლევათ გაიგოთ თუ რა არის ჯანსაღი კვება, როგორ გავიცვათ დიეტა და იხილოთ სხვადასხვა საჭმელის რეცეპტები.
კვება ადამიანებისთვის ერთერი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საბოლოო ჯამში ჯანსაღი და სწორი კვება, აგაცილებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დაგეხმარებათ წონის კონტროლსა და შენარჩუნებაში.
ჯანსაღია ისეთი კვება, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საჭმელი ელემენტებით უზრუნველყოფს. იგი შეესაბამება სხეულის მოთხოვნილებას ენერგიაზე და ამავე დროს სხეულს ოპტიმალურ წონას უნარჩუნებს. სურსათის დაყოფა აბსოლუტურად მავნე და ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო პროდუქტებად შეუძლებელია - ამის გადაწყვეტა საკუთარ სხეულს უნდა მიანდოთ. ის თავად გაარკვევს, რომელი პროდუქტი არის მისთვის სასარგებლო და რომელი  ზიანის მომტანი. ადამიანის სხეული ძალადობას ვერ ეგუება.
საჭმელი ელემენტებით სხეულის მთავარი მომმარაგებელი საჭმლის მომნელებელი  ტრაქტია - კომპლექსური ორგანო, რომლის ფუნქციასაც საჭმლის მონელება წარმოადგენს. საჭმლის მონელებისას საჭმელი ფიზიკურ, მექანიკურ და ქიმიურ დამუშავებას განიცდის. სასარგებლო გადამუშავებული ელემენტები შეიწოვება, საჭმელის უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი სხეულიდან. საჭმელი ელემენტებით სხეულის მომარაგება საკმარისი არ არის; საჭიროა მიღებული სურსათიდან იმ ელემენტების გამოყოფა, გარდაქმნა და ათვისება, რომლებიც აუცილებელია სხეულის სიცოცხლისა და ცხოველქმედებისთვის.

სრულფასოვანი კვება

რაციონალური ანუ სრულფასოვანი კვების საფუძველს მიღებულ საკვებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობა წარმოადგენს.

აითვისეთ ის, რაც მიიღეთ

მიღებული ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს დანაკარგს, ანუ მიღებული საჭმელის ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს სხეულის ენერგეტიკული დანახარჯის ტოლი. რაციონალური კვების ეს პრინციპი ყველაზე ხშირად ირღვევა.

მიიღეთ მხოლოდ ის, რაც ორგანიზმს სჭირდება




 საჭმელის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, რომელიც თავად ყველაზე უკეთ განსაზღვრავს, რისი მიღება სჭირდება ამა თუ იმ დროს. ყოველდღიურად ორგანიზმში უნდა მოხვდეს საჭმელის 60-მდე სხვადასხვა ინგრედიენტი, რომელთა დიდი ნაწილიც ორგანიზმში მეტად საჭირო ელემენტებს წარმოქმნის.

დაიცავით კვების რეჟიმი

საჭმელი ორგანიზმს უნდა მიეწოდოს რეგულარულად, განსაზღვრული რეჟიმით. საჭმელის უტილიზაციას იგი თავად ახდენს.
წაიკითხეთ მეტი ჩვენს ვებსაიტზე და აღმოაჩინეთ ჯანსაღი კვება, შეინარჩუნეთ შესაბამისი დიეტა და ისწავლეთ ახალი, გემრიელი რეცეპტები.http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:j2rwC35ojykJ:maniac-ddl.com/+&cd=20&hl=ka&ct=clnk&gl=ge


სრულფასოვანი საუზმე წარმატებული დღის გარანტია!
სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების როგორც განვითარებას, ასევე მათ სისტემატურ განახლებას. საკვები წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ხარჯავს არა მარტო ფიზიკური დატვირთვისას, არამედ დასვენების დროსაც.ზრდა-განვითარებას, შრომისუნარიანობას, დაავადებათა სიხშირეს, ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას.
საკვებიდან საკმაო რაოდენობით უნდა მივიღოთ ისეთი აუცილებელი ნივთიერებები, როგორებიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები… ოღონდ, საკმარისად და არა – გადაჭარბებულად, ასევე – სწორი პროპორციით. დამატებითი შეზღუდვები და წესები პროფესიონალმა ექიმებმა უნდა დაადგინონ და არა – პაციენტებმა თვითნებურად.
ჯანსაღი კვების შესახებ “ამბიონი” გთავაზობთ რჩევებს ენდოკრინოლოგ ქეთევან ასათიანისგან:
გვესაუბრეთ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. რას გულისხმობს ჯანსაღი კვება?
ჯანსაღი კვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს რაციონალურ, დაბალანსებულ, სწორი კვების რაციონსა და რეჟიმს, ანუ დღის მანძილზე საკვებ რაციონში უნდა იყოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მიკრო და მაკრო ელემენტების, მინერალებისა და ვიტამინების ოპტიმალური დოზა, შედგენილი თითოეული ჩვენგანისათვის ინდივიდუალურად.

როგორია ბალანსირებული რაციონის მოდელი?
სასურველია, ვიკვებოთ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა, ანუ უმჯობესია საკვები მივირთვათ 4-5 ჯერ დღეში. არ უნდა დაგვავიწყდეს სითხის მიღების აუცილებლობაც. იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს რაიმე თანმხლები დაავადება და ჩვენი ორგანიზმი გვაძლევს საშუალებას, უნდა მივიღოთ მინიმუმ 1,5 ლ. სითხე დღის განმავლობაში.
რამდენად საზიანოა მშრალი საკვების ხშირი მიღება და რა პრობლემებს იწვევს ეს ბავშვებსა და მოზრდილებში?
თუ ვსაუბრობთ სწორ, ჯანსაღ კვებაზე, ის, უპირველეს ყოვლისა, წვნიან კერძსაც შეიცავს რაციონში. მშრალი საკვების რეგულარული მირთმევისას, უწინარეს ყოვლისა, ზიანს ვაყენებთ ჩვენს გასტროინტესტინალურ, ანუ კუჭნაწლავის ტრაქტს.
რამდენად სასურველი, ან საზიანოა დღის დაწყება ყავის სმით?
ყავა გემრიელი, სასიამოვნო, მატონიზირებელი საშუალებაა. საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი დროა საკვების მიღების თვალსაზრისით. ჩვეულებრივ, კალორიულობის თვალსაზრისით, ის ყველაზე “დატვირთულია”. საუზმე გვაფხიზლებს, გვმატებს ენერგიასა და ტონუსს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობის ერთ-ერთი წინაპირობაა. არეგულირებს მადას. სრულფასოვანი საუზმე წარმატებული დღის გარანტია! ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ დილით უპირატესობას ყავას მივანიჭებთ, სასურველია, რომ მას საკვებიც მივაყოლოთ. ეს შესაძლოა იყოს ბუტერბროდი, ხილი, ხაჭო, ფაფა და ა.შ. (სურვილისამებრ).
http://www.ambioni.ge/rogot-vikvebot-jansarad


ჩემი ამ ბლოგის გაკეთება ითვალისწინებდა ადამიანთა ჯანმრთელ ცხოვრებაზე.ჯანმრთელობის გარეშე ერთ კენჭის აღებაც არ შეგვიძლია,სწორედ ამიტომ ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია სწორი კვება და ცხოვრება.ვეცადე მნიშვნელოვანი და მეტად საჭირო ინფორმაცია მომეძია.არ ვიცი ალბათ თქვენ უკეთ შეაფასებთ ჩემო ძვირფასო მკითხველო.ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.გისურვებთ წარმატებას!...:))

No comments:

Post a Comment